|
2021-06-10 15:30:45, 956 ნახვა
მსოფლიო
ლატვიის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, რუსეთის სასარგებლოდ, ჯაშუშობის 43 ეპიზოდშია ეჭვმიტანილი
ლატვიის საკანონმდებლო ორგანომ ქვეყნის გენერალურ პროკურატურას პარტია „თანხმობის“ დეპუტატის, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, იანის ადამსონსის, რომელიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანლი, სახლში ჩხრეკის ჩატარებისა და მისი დაკავების ნება დართო, - ინფორმაციას სააგენტო „დოიჩე ველე“ ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი სეიმის 69-მა დეპუტატმა დაუჭირა გამოძიების მიხევით, ლატვიის ექს შს მინისტრი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში რუსეთის არმიის ბიუჯეტის, შესყიდვებისა და აღმოსავლეთ საზღვრის შესახებ აწვდიდა ინფორმაციას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საუბარია ჯაშუშობის 43 ეპიზოდზე. პარტია „თანხმობის“ დეპუტატი, იანის ადამსონი ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა არ ჰქონდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)