|
2021-06-10 14:10:31, 885 ნახვა
საზოგადოება
სოფელ ართანასა და ფშაველში სარწყავი არხი მოწესრიგდა
საქართველოს მელიორაცია რწყვის სეზონის პარალელურად, წყალუზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით, საირიგაციო სისტემების მოწესრიგებას განაგრძობს. ამჯერად სამუშაოები კახეთში, სოფელ ართანისა და ფშაველის ტერიტორიაზე გამავალი ნაურდლის სარწყავ სისტემაზე დასრულდა. ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან მაგისტრალური არხის 2900 მეტრიანი მონაკვეთი გაიწმინდა. ექსპლუატაციის პროგრამით ჩატარებული სამუშაოები სისტემაში წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყობს ხელს. შედეგად თელავის მუნიციპალიტეტში 300 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება. აღდგენილი არხით სოფელ ართანის, სანიორესა და ნაფარეულის მოსახლეობა ისარგებლებს. არხის გაწმენდითი სამუშაოები საქართველოს მელიორაციამ საკუთარი ძალებით განახორციელა.
The Telegraph: „მსურველთა კოალიცია“ შესაძლოა ლიდერის გარეშე დარჩეს
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია ირანზე დარტყმა ნებისმიერ მომენტში განახორციელოს
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვლადიმირის მახლობლად Wildberries-ის საწყობს დაარტყეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)