|
2021-06-10 11:59:41, 1068 ნახვა
საზოგადოება
TI – 2011-20 წლებში ოფშორებიდან 5.2 მლრდ დოლარამდე ინვესტიცია შემოვიდა, 10 კომპანია ივანიშვილთანაა კავშირში
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ანგარიშს, სახელწოდებით „ოფშორული კომპანიები საქართველოში: ბიზნეს ინტერესები და კორუფციის რისკები“, ავრცელებს. ანგარიშის მიხედვით, 2011-2020 წლებში ოფშორული ტერიტორიების მქონე ქვეყნებიდა საქართველოში 5.2 მილიარდ აშშ დოლარამდე პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც ამ პერიოდის მთლიანი უცხოური ინვესტიციების 38%-ია. ამავე კვლევის ფარგლებში, მოხერხდა ისეთი 10 ოფშორული კომპანიის იდენტიფიცირება, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან არის დაკავიშირეული და აღნიშნული 10 კომპანია, 26 ქართულ კომპანიას ფლობს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიშის თანახმად, 2012-2020 წლებში 6 ოფშორულ კომპანიას პირდაპირი პრივატიზაციის წესით სახელმწიფო ქონება გადაეცა, მათ შორის, სამს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად. 15 ოფშორულმა კომპანიამ სახელმწიფო ქონება აუქციონის გზით მიიღო, რომელთა საპრივატიზაციო ღირებულება დაახლოებით 77 მილიონი ლარია. „ოფშორში რეგისტრირებული კომპანიების ანონიმური მფლობელობა ქვეყანაში „ელიტური კორუფციის“ ხელშემწყობი ფაქტორია. 2016 წლის მაისში ლონდონში გამართულ ანტი-კორუფციულ სამიტზე, საქართველომ ოფშორში რეგისტრირებული კომპანიების რეალური მფლობელების რეესტრის შექმნაზე განაცხადა, თუმცა დღემდე ამ მიმართულებით საქართველოს მთავარობას არანაირი ნაბიჯი არ გადაუდგამს“, - აღნიშულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ანგარიშში.
The Telegraph: „მსურველთა კოალიცია“ შესაძლოა ლიდერის გარეშე დარჩეს
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია ირანზე დარტყმა ნებისმიერ მომენტში განახორციელოს
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვლადიმირის მახლობლად Wildberries-ის საწყობს დაარტყეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)