|
2021-06-09 23:03:49, 1046 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი - არ არსებობს არანაირი გარანტია, რომ უკრაინა ნატოში არ შევა, ეს ყველაფერი ყბედობაა
„არ არსებობს არანაირი გარანტია, რომ უკრაინა ნატოში არ შევა, ეს ყველაფერი ყბედობაა“, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა Россия 24-თან ინტერვიუში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ შესაძლოა ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების გეგმა განიხილება. „რაც შეეხება ნატოში უკრაინის გაწევრიანების შეთავაზების საკითხს ან ნატოში უკრაინის გაწევრიანების გეგმებს, მე ვხედავ ჩვენი მიმომხილველების კომენტარებს, ვხედავ ჩვენი მასმედიის, ჩვენი პოლიტიკოსების რეაქციებს. ყველა ცოტათი დასცინის ზელენსკის და ამბობენ, რომ ეს ყველაფერი ყბედობაა, აქ არაფერი იქნება და ა.შ. მე სხვა აზრი მაქვს. შესაძლოა ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების გეგმა განიხილება. არაერთხელ მომისმენია, რომ ნატო ღია ორგანიზაციაა და ყველა ერს აქვს უფლება აირჩიოს, როგორ უზრუნველყოფს საკუთარ უსაფრთხოებას. რა დასკვნა შეიძლება გავაკეთოთ აქედან? არსებობს ფორმალური შეზღუდვები, მაგრამ არ არსებობს არანაირი გარანტია, რომ უკრაინა ნატოში არ შევა. ჩვენ არ ვიცით, რაზე მიდის მოლაპარაკებები. ჩვენ ეს უნდა გვქონდეს მხედველობაში“, - განაცხადა პუტინმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)