13:29 - 03 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-09 15:51:24, 1097 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი საინფორმაციო სააგენტო CNews-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას განცხადებით ეხმაურება.

უწყების განმარტებით, სააგენტოს გავრცელებული ინფორმაცია, რომ სენაკის მე-2 ქვევითი ბრიგადა 65-მა სამხედრო მოსამსახურემ დატოვა არის სრული სიცრუე.

„ერთ-ერთი მედიასაშუალების, საინფორმაციო სააგენტო CNews-ის მიერ ვრცელდება მიზანმიმართული დეზინფორმაცია, რომლის მიზანია საქართველოს თავდაცვის ძალებისა და მიმდინარე წარმატებული რეფორმების დისკრედიტაცია. სააგენტოს გავრცელებული ინფორმაცია, რომ სენაკის მე-2 ქვევითი ბრიგადა 65-მა სამხედრო მოსამსახურემ დატოვა არის სრული სიცრუე.

სამწუხაროდ, სააგენტომ მიუხედავად თავდაცვის სამინისტროში ინფორმაციის გადამოწმებისა, შეგნებულად მაინც გაავრცელა ყალბი ინფორმაცია. ბოლო წლებში გატარებული პოზიტიური რეფორმების შედეგად, რაც მოიცავდა სამხედროებისათვის როგორც ხელფასების ზრდას, ასევე მათი საყოფაცხოვრებო, კვებითი, განათლების ხელშეწყობის, აღჭურვილობის, ჯანდაცვის და სხვა პირობების გაუმჯობესებას, თავდაცვის ძალებში მნიშვნელოვნადაა შემცირებული გადინების მაჩვენებელი.

თავდაცვის ძალები წარმოადგენს ქვეყნის უსაფრთხოებისათვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუციას, რომლის იმიჯის შეგნებული დაზიანება ქვეყნის და თითოეული მოქალაქის ინტერესების საზიანოა. შესაბამისად, მოვუწოდებთ მედიასაშუალებს უფრო მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინონ და შეწყვიტონ ყალბი ინფორმაციების გავრცელება“, - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
The Telegraph: „მსურველთა კოალიცია“ შესაძლოა ლიდერის გარეშე დარჩეს
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია ირანზე დარტყმა ნებისმიერ მომენტში განახორციელოს
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვლადიმირის მახლობლად Wildberries-ის საწყობს დაარტყეს.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics