10:04 - 26 Jul, 2026
|
2021-06-09 10:26:19, 1471 ნახვა
მსოფლიო
აშშ-მა ბელარუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
აშშ-ის მთავრობამ ბელარუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა. ამის შესახებ თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. როგორც ჯო ბაიდენის მიერ ხელმოწერილ განკარგულებაშია ნათქვამი, ბელარუსის მთავრობის გარკვეული წარმომადგენლებისა და სხვა პირების ქმედებები და პოლიტიკა კვლავ საგანგებო საფრთხეს წარმოადგენს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკისთვის. ბაიდენის თქმით, აღნიშნული ქმედებები ბელარუსში დემოკრატიულ პროცესებსა და ინსტიტუტებს ძირს უთხრის. „ადგილი აქვს ადამიანის უფლებების დარღვევას, პოლიტიკურ რეპრესიებს, მათ შორის ადამიანების დაკავებასა და გაუჩინარებას, ასევე კორუფციასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)