10:05 - 26 Jul, 2026
|
2021-06-09 02:04:07, 1467 ნახვა
მსოფლიო
ემანუელ მაკრონს სახეში გაარტყეს
საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს უცნობმა პირმა სახეში სილა გააწნა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. ინციდენტი სამხრეთ-აღმოსავლეთ საფრანგეთში, დრომის რეგიონში მოხდა, როდესაც პრეზიდენტი პანდემიის შემდეგ ცხოვრების ნორმალიზების შესახებ სტუდენტებსა და რესტორატორებს ხვდებოდა. კადრებში ჩანს, რომ მაკრონი მოქალაქეებთან ხელის ჩამოსართმევად მივიდა, რა დროსაც უცნობმა კაცმა მას სილა გააწნა. BBC ფრანგულ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ ინციდენტის შემდეგ ორი ადამიანი დააკავეს. მედიის ცნობით, შემთხვევის დროს ისმოდა შეძახილი — "ძირს მაკრონიზმი". როგორც ვიდეოში ჩანს, ინციდენტის მიუხედავად, მაკრონი რკინის ბარიკადთან დაბრუნდა და იქ შეკრებილ საზოგადოებასთან ინტერაქცია გააგრძელა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)