10:50 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-08 16:48:22, 709 ნახვა

პოლიტიკა
თაკო ჩარკვიანი პარლამენტში შევიდა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ბლოკის ყოფილი წევრი, თაკო ჩარკვიანი პარლამენტში მივიდა.

როგორც მან განაცხადა, ხელისუფლებას კომფორტის ზონა არ უნდა ჰქონდეს, თუმცა ბოიკოტის მომხრე რჩება.

„იცით ჩემი გადაწყვეტილება ბოიკოტთან დაკავშირებით. ძალიან მყარად ვემხრობოდი ამ ბოიკოტს. ხელმომწერთა ჯგუფი ნაადრევად შევიდა და სრულიად შეცვალეს პოლიტიკური ვითარება.

ბოიკოტი განკუთვნილი იყო იმისთვის, რომ ყოფილიყო ერთპარტიული პარლამენტი, რომელიც მრავალპარტიული გახდა.

ახლა უკვე ოპონენტს, ხელისუფლებას, რომელსაც პრეტენზიებს ვუყენებთ, უფრო აწყობს, რომ მრავალპარტიულია და შენ იქნები, თუ არ იქნები, რაოდენ მსხვილი ოპოზიციური პარტიაც არ უნდა იყოს „ნაცმოძრაობა“, ან ჩემი პარტია, მათთვის მნიშვნელობას არ აქვს.

რა თქმა უნდა, გვინდა, რომ ეს კომფორტის ზონა არ ჰქონდეს ხელისუფლებას და რაც უფრო ნაკლებად კომფორტაბელურ ზონაში იქნებიან, უფრო კარგია ეს ხალხისთვის. გვინდა რეფორმები“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მუსლიმი ტერორისტი ბერლინში ლგბტ მსვლელობაზე ავტომობილით შევარდა
ზელენსკიმ ირანისთვის რუსეთის დახმარების დეტალები წარმოადგინა.
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
„ამ კონფლიქტის ბუნება გაურკვეველია.“ ​​ტოკაევმა პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა ომი უკრაინაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics