14:27 - 03 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-07 23:10:26, 1218 ნახვა

საზოგადოება
დევნილ ვეტერანთა 60 ოჯახს ქუთაისსა და ზუგდიდში ბინები გადაეცემა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო დევნილ ვეტერანთა 60 ოჯახს ქუთაისსა და ზუგდიდში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინებს გადასცემს.

სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ თითოეული ოჯახის საკითხი, ღიად და გამჭვირვალედ, განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განიხილა. კომისიის მუშაობის პროცესში აქტიურად მონაწილეობდა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური.

„დევნილი ვეტერანებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით სპეციალურ პროექტს ვახორციელებთ.  ამ ეტაპზე,  ბინას  დევნილ ვეტერანთა 60 ოჯახს გადავცემთ. 100-მდე  ოჯახი  კი ადმინისტრაციულ დაპირებას მიიღებს, რომლის თანახმადაც მიმდინარე წელს უპირობოდ განსახლდებიან“, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

სააგენტოს დირექტორი და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრები ინდივიდუალურად შეხვდებიან  ყველა იმ დევნილს, რომელსაც ბინების განაწილების პროცესთან დაკავშირებით შეკითხვები გააჩნია. იძულებით გადაადგილებული პირების მიღება  ქუთაისში (აბაშიძის გამზ. N27) სააგენტოს ტერიტორიულ სამმართველოში 8 ივნისს 12:00 საათზე დაიწყება და 11 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

დევნილი ოჯახების სია და დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://idp.gov.ge/statement-48/





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ნანუკა ჟორჟოლიანის გაყალბებული ციტატა ვრცელდება - მითების დეტექტორი
ბარამიძე – პრეზიდენტ სააკაშვილს თავისი სათქმელი აქვს და რასაც ჩათვლოს საჭიროდ, იმას იტყვის
შვებულებაში გაშვებულ ზარდიაშვილის მოადგილედ ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელი დანიშნეს
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით სპეციალისტები მოსახლეობას აფრთხილებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics