|
2021-06-04 14:28:17, 897 ნახვა
კომენტარი
სოზარ სუბარი ნინოწმინდის პანსიონზე - როგორც კი სახალხო დამცველს არ მიეცა შესვლის უფლება, მაშინვე უნდა აეტეხა განგაში
ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში შესულები არიან რეგულირების სააგენტოს თანამშრომლები და ოთხი სოციალური მუშაკი, გზაში არიან ფსიქოლოგები, - ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, სახალხო დაცველს პანსიონში შესვლის უფლება უნდა მიეცეს. „ამ წუთებში პანსიონატში შესულები არიან რეგულირების სააგენტოს თანამშრომლები და ოთხი სოციალური მუშაკი. გზაში არიან ფსიქოლოგები, რომ ინდივიდუალურად იმუშაონ ყველა ბავშვთან. ექვსი ბავშვი, რომლებმაც მოითხოვეს იქიდან გამოსვლა, გადაყვანილი არიან სხვაგან. 2006 წელს სახალხო დამცველი ვიყავი, როცა ეს პანსიონატი შეიქმნა. მაშინ მეუფე სპირიდონის ხელმძღვანელობით ორი ბავშვთა სახლი არსებობდა ნინოწმინდასა და ზესტაფონში. შემიძლია, მაშინდელი ამბები მოგიყვეთ. მაშინაც ჰქონდათ მცირე პრობლემები შესვლაზე, თუმცა ეს მალე დალაგდა. მაშინ 60-მდე ბავშვთა სახლი იყო ქვეყნის მასშტაბით. სახალხო დამცველს ბუნებრივია, უფლება აქვს და აუცილებლად უნდა შევიდეს. ცოტა გაოგნებულიც ვიყავი, როდესაც გავიგე, რომ 2018 წლიდან არ შესულა, არ ვიცი დღეს რატომ გახდა აქტუალური ეს საკითხი. როგორც კი სახალხო დამცველს არ ეძლევა შესვლის უფლება, მაშინვე უნდა აეტეხა განგაში, ეს სასწრაფოდ გამოსასწორებელია“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)