|
2021-06-04 11:36:13, 399 ნახვა
საზოგადოება
ეროვნული არქივის თანამშრომლებისთვის დიდი ბრიტანეთის ეროვნული არქივის ციფრული ტექნოლოგიების დირექტორმა ონლაინსესია გამართა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის თანამშრომლებისთვის დიდი ბრიტანეთის ეროვნული არქივის ციფრული ტექნოლოგიების დირექტორმა ჯონ შერიდანმა ონლაინსესია გამართა. ეროვნული არქივის საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის უფროსმა ზვიად მელქაძემ ბრიტანელ კოლეგას გააცნო საქართველოს ეროვნული არქივის მიერ ელექტრონული არქივირების (eArchiving) მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი სამუშაოები. თავის მხრივ, ბრიტანეთის ეროვნული არქივის ციფრული ტექნოლოგიების დირექტორმა ისაუბრა ამ სფეროში დიდი ბრიტანეთის გამოცდილებაზე, კერძოდ, ელექტრონული არქივების პოლიტიკისა და კანონმდებლობის, პროგრამული უზრუნველყოფის, ციფრული მონაცემების გრძელვადიანი შენახვის საკითხებზე. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ვებარქივებისა და ვიდეოარქივების შექმნის შესაძლებლობებს, მკვლევართა დარბაზებში სერვისების განვითარებას, მათ შორის გენეალოგიური კვლევის მიმართულებით. ელექტრონული არქივების თემაზე დიდი ბრიტანეთის ეროვნულ არქივთან თანამშრომლობა ონლაინდისკუსიების ფორმატში მომავალშიც გაგრძელდება.
გელენჯიკში დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა, რომელთაგან სამი ბავშვია. დაახლოებით 40 ადამიანი დაშავდა
Deutsche Welle-ს ევროკავშირის დაფინანსებით ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური გახსნა
საიამ სტრასბურგში არჩევნების საქმეზე ოცნების საპასუხო წერილობითი პოზიცია წარადგინა
WSJ: რუსეთის ხელისუფლება სექტემბრის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის საკითხს განიხილავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)