|
2021-06-03 16:16:30, 557 ნახვა
საზოგადოება
ეკა გიგაური - სენატორების პოზიციაა, რომ ქართველმა ხალხმა თვითონ უნდა იბრძოლოს დემოკრატიისთვის
ისინი მხოლოდ დაგვეხმარებიან, მაგრამ მთავარი ბრძოლა არის ჩვენზე, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა ამერიკელ სენატორებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, როგორც სენატორებმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრისას აღნიშნეს, დემოკრატიისთვის პირველ რიგში ქართველმა ხალხმა უნდა იბრძოლოს. „პოზიციებს როგორც წესი, ისინი არ ამბობენ ხოლმე, ხვდებიან როგორც პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს, ასევე მთავრობის წარმომადგენლებს. მთავარი, რაზეც საუბარი იყო, არის ის, რომ მათ ხშირად მიმართავენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები და სხვებიც, თითქოს, ისინი ეკითხებიან, თქვენ გვითხარით, რა არის ჩვენი დემოკრატიისთვის უკეთესი. მათი პოზიცია არის ის, რომ პირველ რიგში, ქართველმა ხალხმა თვითონ უნდა იბრძოლოს დემოკრატიისთვის, ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს რა არის მათთვის უკეთესი. ისინი, რა თქმა უნდა, დაგვეხმარებიან ინსტიტუტების აშენებაში. ჩვენ ბრძოლას, ისინი არ იბრძოლებენ, ეს არის აქ მნიშვნელოვანი. ჩვენ, ქართველმა ხალხმა უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი უფლებებისა და დემოკრატიისთვის“, - განაცხადა ეკა გიგაურმა.
გელენჯიკში დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა, რომელთაგან სამი ბავშვია. დაახლოებით 40 ადამიანი დაშავდა
Deutsche Welle-ს ევროკავშირის დაფინანსებით ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური გახსნა
საიამ სტრასბურგში არჩევნების საქმეზე ოცნების საპასუხო წერილობითი პოზიცია წარადგინა
WSJ: რუსეთის ხელისუფლება სექტემბრის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის საკითხს განიხილავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)