|
2021-06-03 11:56:09, 1268 ნახვა
პოლიტიკა
დენის შმიგალი - უკრაინა და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან, რაც არ არის მხოლოდ სიტყვები და ფაქტებით დასტურდება
უკრაინა და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან, ეს არ არის მხოლოდ სიტყვები, ეს დასტურდება კონკრეტული საქმეებით, ფაქტებით და რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორობით, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, უკრაინასა და საქართველოს ხალხებს შორის ურთიერთობა უფრო დიდ იმპულსს იძენს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია ორი ქვეყნის ბიზნესისთვის და მოქალაქეებისთვის. „უპირველეს ყოვლისა, მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს ტრადიციული სტუმართმასპინძლობისთვის, მეგობრული და კონსტრუქციული ატმოსფეროსთვის, რომლითაც დახვდნენ უკრაინულ დელეგაციას თბილისში. ეს არის ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. უკრაინის ხალხის სახელით, მინდა, ქართველ ხალხს ვუსურვო მშვიდობა, კეთილდღეობა და ურთიერთშეთანხმება, საქართველოს გაუმარჯოს. ძვირფასო მეგობრებო, ამ რთული გლობალური გამოწვევების პირობებში, რაც უკავშირდება პირველ რიგში კორონავირუსს, საქართველოში ჩემი ვიზიტი იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ვხედავთ, რომ ჩვენი ურთიერთობა ჩვენ ხალხებს შორის უფრო დიდ იმპულსს იძენს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია ჩვენი ქვეყნების ბიზნესისთვის და მოქალაქეებისთვის. უკრაინა და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან და ეს არ არის მხოლოდ სიტყვები, ეს დასტურდება კონკრეტული საქმეებით, ფაქტებით და რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორობით“, - განაცხადა დენის შმიგალმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)