|
2021-06-03 10:11:15, 606 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინის პრემიერ-მინისტრს მასპინძლობს (ვიდეო)
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინელ კოლეგას, დენის შმიგალს ხვდება. ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციაში უკრაინის პრემიერ-მინისტრის დახვედრის ცერემონია მიმდინარეობს. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, დაგეგმილია პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრა, რის შემდეგაც, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება. ირაკლი ღარიბაშვილი და დენის შმიგალი მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ. საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის პრემიერ-მინისტრი შეხვდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს კახა კუჭავას, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს. დენის შმიგალი, დელეგაციის წევრებთან ერთად, პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას და გმირთა მოედანზე მემორიალს გვირგვინით შეამკობს. შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი 4 ივნისამდე გაგრძელდება. ის საქართველოს გუშინ, გვიან ღამით ეწვია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)