|
2021-06-02 20:58:50, 1031 ნახვა
მსოფლიო
აშშ-მა ბულგარეთის სამი მოქალაქე და 64 კომპანია „შავ სიაში“ შეიყვანა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბულგარეთის სამი მოქალაქე და 64 კომპანია კორუფციის ბრალდებით „შავ სიაში“ შეიყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს. მედიის ინფორმაციით, სანქციები დაუწესდა ოლიგარქ ვასილ კრუმოვ ბოჟკოვს, ყოფილ პარლამენტარს, დელიან სლავჩევ პეევსკის და ყოფილ მაღალჩინოსანს, ილკო დიმიტროვ ჟელიაზკოვს. „კორუფცია არა მხოლოდ ართმევს მოქალაქეებს რესურსებს, არამედ მას შეუძლია, ძირი გამოუთხაროს ინსტიტუტებს, რომლებიც მოქალაქეების დასაცავად არის შექმნილი. მაგნიტსკის გლობალური სასანქციო პროგრამის ფარგლებში მიღებული ეს გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ ჩვენ მოწოდებულნი ვართ, ვებრძოლოთ კორუფციას, სადაც არ უნდა იყოს ის“, - ნათქვამია სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის დირექტორის, ანდრეა გაკის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)