|
2021-06-02 17:05:25, 496 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის მინისტრმა სტუდენტური შეჯიბრის გამარჯვებულები დააჯილდოვა
იუსტიციის მინისტრმა სტუდენტური შეჯიბრის გამარჯვებულებს უმასპინძლა. რატი ბრეგაძემ მომავალ იურისტებს სასწავლო სახელმძღვანელოები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. იუსტიციის მინისტრმა ევროინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ მომავალი იურისტები აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ ევროკავშირთან საქართველოს დაახლოების საქმეში. ევროკავშირის სამართალში იმიტირებული სასამართლო პროცესები იუსტიციის სამინისტროს ევროკავშირის სამართლის დეპარტამენტის ინიციატივით და იუსტიციის სასწავლო ცენტრის ხელშეწყობით ყოველწლიურად იმართება. მისი მიზანი ევროინტეგრაციის პროცესისა და ევროკავშირის კანონმდებლობისადმი ინტერესის გაზრდა და იმ საქმიანობის პოპულარიზაციაა, რასაც იუსტიციის სამინისტრო ეწევა ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში. 2021 წელს ევროკავშირის სამართალში იმიტირებული სასამართლო პროცესები ევროპის კვირეულის ფარგლებში გაიმართა. ღონისძიების პარტნიორები იყვნენ „საქპატენტი" და „IRZ". კონკურსის 53 გუნდი და 169 მონაწილე თითოეულ ეტაპზე მოსამართლეებისაგან შემდგარმა კოლეგიამ შეაფასა. გამარჯვებული თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის გუნდი გახდა, რომლის შემადგენლობაში იყვნენ გიორგი ჩაჩხიანი, გვანცა დოლბაია და ალექსანდრე პატარაია. ინდივიდუალურად საუკეთესო გამომსვლელის ტიტული თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მე-3 კურსის სტუდენტმა მარიამ ბიბილურმა მოიპოვა.
გელენჯიკში დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა, რომელთაგან სამი ბავშვია. დაახლოებით 40 ადამიანი დაშავდა
Deutsche Welle-ს ევროკავშირის დაფინანსებით ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური გახსნა
საიამ სტრასბურგში არჩევნების საქმეზე ოცნების საპასუხო წერილობითი პოზიცია წარადგინა
WSJ: რუსეთის ხელისუფლება სექტემბრის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის საკითხს განიხილავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)