07:51 - 26 Jul, 2026
|
2021-06-02 14:22:01, 1168 ნახვა
პოლიტიკა
„თხა და გიგო“ წაიკითხე და მერე მელაპარაკე - გიორგი ვაშაძე ირაკლი ზარქუას დაუპირისპირდა
ხელშეკრულება კი არა, „თხა და გიგო“ წაიკითხე, - ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „ქართული ოცნების“ წევრ ირაკლი ზარქუას საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე. მხარეებს შორის დაპირისპირება საპენსიო საკითხის განხილვას მოჰყვა. „არც ერთ პენსიონერს ხელშეკრულებას არ აძლევენ. საიდუმლო ჩანაწერი მაქვს თქვენი ცხელი ხაზების. უბრალოდ უნამუსოები ხართ. ნორმალურად მოისმინე კითხვა და დააცადე პასუხი. ბოლოს და ბოლოს, მართლა გაჩუმდი, რა. ყველამ იცის, ვინ არის იაფფასიანი და კლოუნი. ხელშეკრულება კი არა წიგნი „თხა და გიგო“ წაიკითხე და მერე მელაპარაკე“, - მიმართა ვაშაძემ ზარქუას. შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში პარლამენტში, საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის ყოველწლიურ ანგარიშს განიხილავენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)