|
2021-06-02 13:59:47, 754 ნახვა
პოლიტიკა
კელი დეგნანი - გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელს მოაწერს შარლ მიშელის დოკუმენტს
იმედგაცრუებულები ვიყავით, რომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადაწყვეტილება მიიღო, ხელი არ მოეწერა შეთანხმების დოკუმენტისთვის, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, 19 აპრილის შეთანხმებას სჭირდება საკანონმდებლო ასახვა და შემდეგ იმპლემენტაცია, რათა უზრუნველყოფილი იქნას რეალური ცვლილებები, მათ შორის უკეთესი არჩევნებისა და სასამართლო სისტემის მიმართულებით. „ჩვენ იმედგაცრუებულები ვიყავით, რომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადაწყვეტილება მიიღო, ხელი არ მოეწერა შეთანხმების დოკუმენტისთვის. ვიმედოვნებ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები გადაწყვეტენ დოკუმენტზე ხელმოწერას, უზრუნველყოფენ, რომ შეთანხმების პუნქტები ასახული იქნება კანონმდებლობაში და შემდეგ იქნება დანერგილი. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვენელოვანია, ეს არ არის მხოლოდ შეთანხმება, რომელსაც ხელი მოეწერა 19 აპრილს. მას სჭირდება საკანონმდებლო ასახვა და შემდეგ იმპლემენტაცია, რათა უზრუნველყოფილი იქნას რეალური ცვლილებები, მათ შორის უკეთესი არჩევნებისა და სასამართლო სისტემის მიმართულებით. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელს მოაწერს დოკუმენტს, შევლენ პარლამენტში და იმუშავებენ კონსტრუქციულად მმართველ პარტიასთან და ოპოზიციურ პარტიებთან“, - განაცხადა კელი დეგნანი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)