07:50 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-01 20:57:54, 802 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილმა რეჯეფ თაიფ ერდოღანი საქართველოში მიიწვია

ჩვენ ვართ მზად, რომ ძალიან აქტიურად ვიმუშაოთ, ვითანამშრომლოთ და ძალიან ბევრი პროექტი განვახორციელოთ ერთად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა თურქეთის პრეზიდენტი საქართველოში მიიწვია.

„ჩვენ ბუნებრივია შევეხეთ რეგიონში არსებულ სიტუაციას. მე ბატონ პრეზიდენტს გავაცანი ჩვენს ქვეყანაში არსებული სიტუაცია. ბუნებრივია, ჩვენ შევეხეთ ოკუპაციის საკითხებსაც. რა თქმა უნა, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ყველა კონფლიქტი უნდა გადაწყდეს მშვიდობიანი გზით. ამ ოპტიმიზმით და ამ პათოსით მე მინდა კიდევ ერთხელ დაგარწმუნოთ ბატონო პრეზიდენტო, რომ ჩვენ ვართ მზად, რომ ძალიან აქტიურად ვიმუშაოთ, ვითანამშრომლოთ და ძალიან ბევრი პროექტი განვახორციელოთ ერთად. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, ჩვენი დიდი სურვილია, თქვენ გიხილოთ თბილისში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ამ კონფლიქტის ბუნება გაურკვეველია.“ ​​ტოკაევმა პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა ომი უკრაინაში
ზუგდიდში სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ
სალომე ზურაბიშვილი- რეჟიმი ქვეყანას ვერ მართავს, მგონი რუსეთში გაიქცნენ
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics