16:48 - 03 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-01 18:46:12, 616 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის სამინისტრო ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გადაცემაში გასულ რეპორტაჟთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თავდაცვის სამინისტრო ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გადაცემაში გასულ რეპორტაჟთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყების განმარტებით, გადაცემა თავდაცვის მინისტრის მიმართ თავისი ცილისმწამებლური და შეთითხნილი ბრალდებებით გასცდა ყოველგვარ ეთიკურ და სამართლებრივ საზღვრებს.

"მიმდინარე წლის 29 მაისს ტელეკომპანია „მთავარის“ გადაცემა „შაბათის მთავარში“ გაკეთდა რეპორტაჟი თავდაცვის მინისტრის ქონებრივი დეკლარაციისა და შემოსავლების შესახებ. გადაცემა თავდაცვის მინისტრის მიმართ თავისი ცილისმწამებლური და შეთითხნილი ბრალდებებით გასცდა ყოველგვარ ეთიკურ და სამართლებრივ საზღვრებს. კერძოდ, ტელეკომპანია მთავარის სიუჟეტში სხვა პირების კუთვნილი ქონება მიაწერეს თავდაცვის მინისტრს. ასევე მისი საცხოვრებელი სახლი წარმოაჩინეს ისეთი ფორმით თითქოსდა რამდენიმე სახლს წარმოადგენდა. ტელეკომპანია მთავარის ვებგვერდმა დაამახინჯა ინფორმაცია ჯუანშერ ბურჭულაძის თავდაცვის მინისტრის მოადგილეობის პერიოდში აღებული ხელფასის შესახებ. შეგნებულად დაამახინჯდა არაერთი ფაქტი, თავდაცვის მინისტრს მიაწერეს არარსებული ქონება და შემოსავლები და ამ მეთოდებით შეეცადნენ მისი რეპუტაციის შელახვას. არც ფალიაშვილის და არც ლუბლიანას ქუჩაზე არც მას და არც მისი ოჯახის წევრებს არ გააჩნიათ არანაირი უძრავი ქონება, ხოლო ის უძრავი ქონება რაც მინისტრს გააჩნია ყველაფერი შეძენილი აქვს საჯარო სამსახურში მაღალ თანამდებობამდე მოღვაწეობამდე. აღნიშნულის დასადასტურებლად მინისტრმა პირადი განცხადებით მიმართა საჯარო სამსახურის ეროვნულ ბიუროს, რათა დაედასტურებინათ აღნიშნული ფაქტები. ბიუროდან მიღებული ინფორმაციით დადასტურდა რომ სიუჟეტში მოყვანილი ინფორმაცია არის სიცრუე. აღნიშნულ ცილისწამებასთან და სიცრუესთან დაკავშირებით მინისტრი აპირებს მიმართოს სასამართლოს. მომავალში მედიასაშუალებების მიერ გაჟღერებული არცერთი ამდაგვარი ტოტალური სიცრუე არ დარჩება სამართლებრივი რეაგირების გარეშე", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გელენჯიკში დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა, რომელთაგან სამი ბავშვია. დაახლოებით 40 ადამიანი დაშავდა
Deutsche Welle-ს ევროკავშირის დაფინანსებით ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური გახსნა
საიამ სტრასბურგში არჩევნების საქმეზე ოცნების საპასუხო წერილობითი პოზიცია წარადგინა
WSJ: რუსეთის ხელისუფლება სექტემბრის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის საკითხს განიხილავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics