10:04 - 26 Jul, 2026
|
2021-06-01 14:39:42, 1637 ნახვა
მსოფლიო
უგანდაში შეიარაღებული ძალების ყოფილ გენერალს თავს დაესხნენ - გარდაცვლილია გენერლის ქალიშვილი და მძღოლი
უგანდაში შეიარაღებული ძალების ყოფილ გენერალს, კატუმბა ვამალაზეს თავს დაესხნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს. მედიის ინფორმაციით, თავადსხმა ქალაქ კამპალაში მოხდა, ყოფილი გენერლის საცხოვრებელ სახლთან. თავდასხმის შედეგად გარდაცვლილია გენერლის ქალიშვილი და მძღოლი. გავრცელებული ინფორმაციით, ოთხმა შეიარაღებულმა პირმა ვამალაზეს ავტომობილის მიმართულებით ცეცხლი გახსნა. გენერალი ორივე ხელში მძიმედ დაჭრეს. შეგახსენებთ, რომ კატუმბა ვამალაზე უგანდას შეიარაღებული ძალების გენერლობიდან შრომისა და ტრანსპორტი მინისტრად გადაიყვანეს, ის დღესაც ამ თანამდებობაზეა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)