20:21 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-01 13:48:22, 581 ნახვა

კომენტარი
ფინანსთა მინისტრი: სახმელეთო საზღვრის გახსნა ხელს შეუწყობს ტურიზმის სწრაფ აღდგენას

1-ელ ივნისს, ქვეყნის სახმელეთო საზღვრის გახსნის შემდეგ საბაჟო პროცედურების მიმდინარეობას ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი „სარფის" საბაჟო გამშვებ პუნქტზე გაეცნო, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული და გამტარუნარიანი საბაჟოა. 

მასთან ერთად ადგილზე საბაჟო-გამშვებ პუნქტზე იმყოფებოდნენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა და აჭარის ა/რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე.  

სამუშაო თათბირზე ფინანსთა მინისტრმა თანამშრომლებისგან მოისმინა ინფორმაცია საბაჟო კონტროლის ღონისძიებების შესახებ და მადლობა გადაუხადა სამსახურებრივი მოვალოების კეთილსინდისიერად და პროფესიონალურად შესრულებისთვის. 

როგორც აღინიშნა, სახმელეთო საზღვრის გახსნის შემდეგ, ყველა საბაჟო გამშვები პუნქტი მზადაა ტურისტებისა და სატრანსპორტო ნაკადის მისაღებად.

აღსანიშნავია, რომ დღეიდან ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სრულ შემადგენლობას ახალი სამსახურებრივი ფორმები და ეკიპირება აქვთ. 

გლობალური პანდემიის მიუხედავად, ყველა საბაჟო გამშვებ პუნქტზე შეუფერხებლად სრულდება საბაჟო პროცედურები. დახარჯული დროის საშუალო მაჩვენებელი, მაგალითად „სარფის" საბაჟო კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალების შემოსვლიდან - კონტროლის ზონის დატოვებამდე, საშუალოდ მხოლოდ 7 წუთს შეადგენს.

ბოლო 6 თვის მონაცემებით,  საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სარფის"  გავლით გადაადგილებულმა, საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელმა ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობამ  - 174 841  შეადგინა. ამჟამად საბაჟო გამშვებ პუნქტზე სამსახურებრივ მოვალეობას 124 მებაჟე ოფიცერი ასრულებს.

უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის სახმელეთო საზღვრებზე ძალაშია იგივე რეჟიმი, რაც დღემდე საჰაერო საზღვართან მიმართებაში მოქმედებდა. კერძოდ, სახმელეთო საზღვრის კვეთა შესაძლებელი იქნება, ვიზიტორის მიერ, სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით ან PCR-ტესტის აღებიდან, 72 საათიანი პერიოდულობის მქონე უარყოფითი პასუხით.

ამასთან ხაზგასმით განვმარტავთ, რომ არავაქცინირებული ვიზიტორი საზღვრის კვეთისას ვალდებულია წარადგინოს, ბოლო 72 საათიანი ვალდებული PCR-ტესტის უარყოფითი პასუხი და აგრეთვე  მესამე დღეს განმეორებით ჩაიტაროს PCR-ტესტირება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics