07:51 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-31 14:14:47, 744 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილმა სამეგრელო-ზემო სვანეთისა და შიდა ქართლის გუბერნატორები წარადგინა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სამეგრელო-ზემო სვანეთისა და შიდა ქართლის ახალი გუბერნატორები წარადგინა.

როგორც მან აღნიშნა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი გიორგი გუგუჩია იქნება, შიდა ქართლის რეგიონის კი - ვალერიან მჭედლიძე.

„დღეს ჩვენ ორი ცვლილება განვახორციელეთ და შეიცვალა ორი გუბერნატორი. კერძოდ, გვყავს სამეგრელოსა და შიდა ქართლის ახალი გუბერნატორები. გიორგი გუგუჩია სამეგრელო -ზემო სვანეთის ახალი გუბერნატორია, ის არის ზუგდიდიან, კარგად იცნობს რეგიონს და მჯერა, ძალიან წარმატებული გუბერნატორი იქნება. შიდა ქართლში წარმოგიდგენთ ვალერიან მჭედლიძეს, რომელიც არის გორიდან, საჯარო სექტორის წარმატებული თანამშრომელია. ის ხელმძღვანელობდა დაცული ტერიტორიების სააგენტოს და იყო ლევან დავითაშვილის წარმატებული თანამშრომელი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ამ კონფლიქტის ბუნება გაურკვეველია.“ ​​ტოკაევმა პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა ომი უკრაინაში
ზუგდიდში სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ
სალომე ზურაბიშვილი- რეჟიმი ქვეყანას ვერ მართავს, მგონი რუსეთში გაიქცნენ
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics