07:50 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-31 11:30:16, 687 ნახვა

პოლიტიკა
დავით სერგეენკო „ენმ“-ს პარლამენტში შესვლაზე - სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, დავით სერგეენკოს შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება საკანონმდებლო ორგანოში შესვლის თაობაზე უცნაური და არათანმიმდევრულია.

მისი თქმით, აღნიშნულ პარტიას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ მათი გადაწყვეტილება პარლამენტის ტრიბუნიდან ახსნას.

„თავიდან მკაცრად აკრიტიკებდნენ პარლამენტს და თვლიდნენ, რომ ის არალეგიტიმურია. შემდეგ მოითხოვდნენ, რომ შეთანხმება შემდგარიყო და როცა შედგა ხელი არ მოაწერეს. ახლა ნაწილობრივ შემოდიან პარლამენტში. ჩემი აზრით, უცნაური და არათანმიმდევრულია. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. სამართლიანობა მოითხოვს, რომ მივცეთ ამ ადამიანებს საშუალება, რომ პარლამენტის ტრიბუნიდან ახსნან თავისი გადაწყვეტილება და ალბათ გამოიყენებენ ამ შესაძლებლობას“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა პარტია შარლ მიშელის მიერ შემუშავებულ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ამ კონფლიქტის ბუნება გაურკვეველია.“ ​​ტოკაევმა პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა ომი უკრაინაში
ზუგდიდში სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ
სალომე ზურაბიშვილი- რეჟიმი ქვეყანას ვერ მართავს, მგონი რუსეთში გაიქცნენ
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics