|
2021-05-30 11:50:50, 2041 ნახვა
მსოფლიო
ბელარუსი რუსეთისგან 500 მილიონი დოლარის ოდენობის კრედიტს მიიღებს
ბელარუსი რუსეთისგან 500 მილიონი დოლარის ოდენობის კრედიტს მიიღებს. აღნიშნულის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. როგორც პესკოვმა აღნიშნა, სოჭში ალექსანდრ ლუკაშენკოსა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრის მთავარი თემა სწორედ რუსეთის მხრიდან კრედიტის გამოყოფის საკითხი იყო. მისივე თქმით, თანხა ბელარუსს უახლოეს მომავალში გადაეცემა და ყველაფერი უკვე შეთანხმებულია. ამას გარდა, როგორც პესკოვმა აღნიშნა, სოჭში შეხვედრაზე ვლადიმირ პუტინმა და ალექსანდრ ლუკაშენკომ ბელარუსში დაკავებული რუსეთის მოქალაქის, სოფია საპეგას საკითხი განიხილეს. საპეგა 23 მაისს ჟურნალისტ რომან პროტასევიჩთან ერთად დააკავეს. პესკოვის თქმით, საპეგას ბელარუსის ბინადრობის უფლება გააჩნია. პესკოვის თქმით, შეხვედრაზე არ განხილულა რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის ერთიან ვალუტაზე გადასვლის თემა. "შეხვედრაზე ძირითადად განიხილეს რუსეთსა და ბელორუსს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი განვითარება და პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლა", - აცხადებს კრემლის პრესსპიკერი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)