|
2021-05-29 11:39:45, 545 ნახვა
საზოგადოება
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ძალისმიერი სპორტის ევროპის ჩემპიონატზე 3 ოქროს მედალი მოიპოვეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელმა, პოლიციის ლეიტენანტმა შალვა ბებიაშვილმა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელმა, პოლიციის მაიორმა ილია ქოჩიაშვილმა უკრაინის ქალაქ ლუცკში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, ძალისმიერი სამჭიდში, ოქროს მედლები მოიპოვეს. შალვა ბებიაშვილმა 127 კილოგრამიანთა წონით კატეგორიაში, სამჭიდის ყველაზე გავრცელებულ ორ სახეობაში – წოლჭიმსა და შტანგის ამოწევაში 2 ოქროს მედალი მოიპოვა. მან წოლჭიმში - 200კგ, ხოლო შტანგის ამოწევაში - 270 კგ დაძლია. ილია ქოჩიაშვილი კი 125 კგ წონით კატეგორიაში პირველ ადგილზე გავიდა და ასევე ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო აბსოლუტურ კატეგორიაში მესამე ადგილი დაიკავა. ჩემპიონატი ძალისმიერი სპორტის საერთაშორისო გაერთიანების მიერ იყო ორგანიზებული და მასში 12 ქვეყნის სპორტსმენები მონაწილეობდნენ. გამარჯვებულ ქართველ სპორტსმენებს აეროპორტში შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები დახვდნენ. შალვა ბებიაშვილი და ილია ქოჩიაშვილი საქართველოს, ევროპისა და მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონები არიან.
გელენჯიკში დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა, რომელთაგან სამი ბავშვია. დაახლოებით 40 ადამიანი დაშავდა
Deutsche Welle-ს ევროკავშირის დაფინანსებით ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური გახსნა
საიამ სტრასბურგში არჩევნების საქმეზე ოცნების საპასუხო წერილობითი პოზიცია წარადგინა
WSJ: რუსეთის ხელისუფლება სექტემბრის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის საკითხს განიხილავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)