|
2021-05-28 15:49:21, 809 ნახვა
საზოგადოება
თენგიზ ცერცვაძე - „ინდური შტამი“ მარტივად ვრცელდება ახალგაზრდებში და შესაძლოა, უფრო მძიმედ მიმდინარეობდეს
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამი უფრო მარტივად ვრცელდება ახალგაზრდებში და შესაძლოა უფრო მძიმედაც მიმდინარეობდეს. მისი თქმით, ვირუსის აღნიშნულ ვარიანტთან დაკავშირებით საჭიროა მეტი სიფრთხილე. „ინდური შტამი შესაძლოა უფრო სწრაფად ვრცელდებოდეს, ვიდრე ბრიტანული. ის უფრო გადამდებია, ვიდრე ბრიტანული და, რა თქმა უნდა, უფრო გადამდები ვიდრე სტანდარტული ჩინურ-ევროპული. ის ასევე უფრო აზიანებს, უფრო შეუძლია მან დააინფიციროს ახალგაზრდა და ბავშვთა ასაკის პირები. კლინიკური დაკვირვების საფუძველზე, ექსპერტების ნაწილი აცხადებს, რომ დიახ, ინდური შტამი, შესაძლოა მიმდინარეობდეს უფრო მძიმედ, ვიდრე სტანდარტული ჩინურ-ევროპული შტამი, ამიტომ საჭიროა მეტი სიფრთხილე“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ. შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამის 5 შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულებს შორის 2 საქართველოს მოქალაქეა.
გელენჯიკში დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა, რომელთაგან სამი ბავშვია. დაახლოებით 40 ადამიანი დაშავდა
Deutsche Welle-ს ევროკავშირის დაფინანსებით ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური გახსნა
საიამ სტრასბურგში არჩევნების საქმეზე ოცნების საპასუხო წერილობითი პოზიცია წარადგინა
WSJ: რუსეთის ხელისუფლება სექტემბრის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის საკითხს განიხილავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)