|
2021-05-28 12:04:59, 706 ნახვა
საზოგადოება
მზიურში ლიეტუვური კინოსა და კულტურის ფესტივალი „სარკმელი ლიეტუვაში“ გაიმართება
მზიურის პარკის ამფითეატრში დღეს, 18:30 საათზე, ორდღიანი ფესტივალი „სარკმელი ლიეტუვაში“ გაიხსნება. ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დაესწრება. „სარკმელი ლიეტუვაში“ თბილისში პირველად ტარდება და მასზე წარმოდგენილი იქნება ლიეტუვური კულტურა, ხელოვნება, სპორტი და ტრადიციები. დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება, მოისმინოს ლიეტუვური თანამედროვე მუსიკის და მრავალხმოვანი სიმღერების კომბინირების შედეგად შექმნილი კომპოზიციები, რომელსაც ლიეტუვური ჯგუფის „სკამპის“ წევრი ვიქტორას დიავარა ადგილობრივ მუსიკოსებთან და მსმენელებთან ერთად შეასრულებს. გარდა ამისა, ღია ცის ქვეშ გაიმართება ლიეტუვური ფილმების კინოჩვენება და შეხვედრები კინორეჟისორებთან. პროგრამაში შედის რეჟისორ გიედრე ჟიცკიტეს დოკუმენტური ფილმი „როგორ ვითამაშეთ რევოლუცია“ ლიეტუვაში მცხოვრები ქართველი რეჟისორის მარია ქავთარაძის სადებიუტო ფილმი Summer Survivors და მარიუს მარკევიჩიუსის ფილმი ლიეტუვის დამოუკიდებლობის აღდგენაში სპორტის მნიშვნელობის შესახებ. ღონისძიება ითვალისწინებს არასრულწლოვან სტუმრებსაც, რომლებისთვისაც წარმოდგენილი იქნება ანიმაციური საგანმანათლებლო მოკლემეტრაჟიანი ფილმების პროგრამა, ასევე, დისკუსიები ლიეტუველ მხატვრებთან. ფესტივალის მიზანია კულტურის, ლიეტუვური კინოს და მუსიკის უნიკალურობის ასახვა ევროპულ კონტექსტში. ახალი კავშირების შექმნით, პროექტი საშუალებას აძლევს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ხელოვანებს, შეხვდნენ და გამოცდილება გაცვალონ. ეს ღონისძიება არის ლიეტუვის საჩუქარი ქალაქ თბილისისთვის საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. ორდღიანი ფესტივალის ორგანიზატორები არიან ლიეტუვური სათვისტომოები „ლაბას“ და „რუტა“. ღონისძიება დაფინანსებულია ლიეტუვის კულტურის საბჭოსა და ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩოს მიერ საქართველოში. ფესტივალის ოფიციალური პარტნიორია თბილისის მერია.
გელენჯიკში დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა, რომელთაგან სამი ბავშვია. დაახლოებით 40 ადამიანი დაშავდა
Deutsche Welle-ს ევროკავშირის დაფინანსებით ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური გახსნა
საიამ სტრასბურგში არჩევნების საქმეზე ოცნების საპასუხო წერილობითი პოზიცია წარადგინა
WSJ: რუსეთის ხელისუფლება სექტემბრის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის საკითხს განიხილავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)