|
2021-05-27 23:53:10, 660 ნახვა
კომენტარი
მარიამ ქვრივიშვილი: პარტნიორ ორგანიზაცია USAID-თან ერთად ვმასპინძლობთ მსოფლიო დონის გავლენიან ბლოგერებსა და ე.წ. ინფლუენსერებს
„რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ძალიან პოზიტიური მოლოდინები ტურიზმის ინდუსტრიის სწრაფი, თუმცა, უსაფრთხო და მდგრადი განვითარების კუთხით", - განაცხადა დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა შატო მუხრანში გამართული ღონისძიების კომენტირებისას, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს როგორც საჯარო უწყებებისა და ტურიზმის კერძო სექტორის წარმომადგენლებმა, ასევე ცნობილმა ქართველმა ე.წ. ინფლუენსერებმა. როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, დღევანდელი დღე ძალიან სიმბოლურია - ორი დღის წინ საკოორდინაციო საბჭომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მიიღო გადაწყვეტილება, სახმელეთო საზღვრები გახსნის თაობაზე, რაც ხელს შეუწყობ ტურიზმის სექტორის სწრაფ და უსაფრთხო აღდგენას. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია USAID-ის თანადაფინანსებით ამერიკული ონლაინ პლატფორმა "Steller"თან და ქართულ ტურისტულ კომპანია Caucasus Travel-ერთად არახორციელებს პროექტს „ციფრული დღეები საქართველოში" და პროექტის ფარგლებში 18 გავლენიან ბლოგერსა და ინფლუენსერს მასპინძლობს. 26 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით საქართველოში იმყოფებიან სტუმრები ევროპიდან, ამერიკიდან, ავსტრალიიდან, ყურის ქვეყნებიდან და ტურის ფარგლებში მოინახულებენ საქართველოს ყველა რეგიონს. აღსანიშნავია, რომ ტურის პროცესში შექმნილ ფოტო-ვიდეო მასალას ისინი განათავსებენ როგორც პლატფორმა "Steller"-ზე, აგრეთვე სოციალურ მედიაში (Facebook, TikTok, Instagram, Youtube). პროექტის ფარგლებში დღეს შატო მუხრანში გაიმართა ღონისძიება, რომლის ფარგლებში Steller-ის პლატფორმის წარმომადგენლებმა და ინფლუენსერებმა ჩაატარეს მასტერკლასი მოთხოვნადი და ხარისხიანი ფოტო-ვიდეო მასალის (კონტენტის) შექმნაზე და მიზნობრივი აუდიტორიისთვის კონტენტის სწორედ მიწოდების შესახებ. მოწვეულ სტუმრებს ნეთვორქინგის ფარგლებში შეეძლოთ პირდაპირი კომუნიკაციის დამყარება ჩამოსულ ინფლუენსერებთან. „ის რომ, დღეს ჩვენს პარტნიორ ორგანიზაცია USAID-თან ერთად ვმასპინძლობთ მსოფლიო დონის გავლენიან ბლოგერებსა და ე.წ. ინფლუენსერებს, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას და ასევე დაგვეხმარება იმაში, რომ მთელ მსოფლიოს გავაგებინოთ - საქართველო ერთ-ერთია პირველ ქვეყნებს შორის, რომელმაც პანდემიის დროს გახსნა საზღვრები და მზად არის უსაფრთხოდ უმასპინძლოს ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულ საერთაშორისო სტუმრებს. რა თქმა უნდა, მოლოდინები გვაქვს პოზიტიური, ჩვენ ვგეგმავთ, რომ მჭიდროდ განვაგრძოთ თანამშრომლობა ჩვენს ინდუსტრიაში პირდაპირ და არაპირდაპირ დასაქმებულ კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ერთად გვექნება სამუშაო ამ დარგის უსაფრთხოდ ამოქმედებაზე. და რა თქმა უნდა, ძალიან ბევრს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ძალიან სწრაფად აღდგეს ყველა ის სამუშაო ადგილი, რომლებსაც წლების განმავლობაში ტურიზმში დასაქმებულები და დამსაქმებლები ერთად ქმნიდნენ", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრაიდ განვითარების მინისტრის მოადგილემ.
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)