18:24 - 03 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-27 12:47:39, 900 ნახვა

საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო იწყებს მწვანე ეკონომიკის სასერტიფიკატო ონლაინ კურსს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, ევროკავშირის პროექტის – „EU4 Environment“-ის ფარგლებში,  ყველა მსურველს სთავაზობს მსოფლიოს წამყვანი საგანმანათლებლო პლატფორმის https://unccelearn.org/course/view.php?id=51&page=overview მწვანე ეკონომიკის სასერტიფიკატო ონლაინ კურსს. საერთაშორისო პლატფორმაზე განთავსებულია მწვანე ეკონომიკის 5 ქართულენოვანი მოდული, სადაც  ინფორმაცია ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის - სამინისტროებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებისთვის, კერძო სექტორისთვის, ასევე, გარემოსდაცვითი მმართველების, უმაღლესი სასწავლებლების პედაგოგების, მკვლევარებისა და სტუდენტებისთვის.

კურსი გულისხმობს მსმენელის მიერ სასურველი მოდულის პრიორიტეტის მიხედვით ინდივიდუალურად შერჩევას. ელექტრონული კურსი მოიცავს ინტერაქტიულ გაკვეთილებს, ქვიზებსა და კითხვარებს. კურსის წარმატებით დახურვის შემთხვევაში, მონაწილე მიიღებს სერტიფიკატს.

მსოფლიოს წამყვანი საგანმანათლებლო პლატფორმის მწვანე ეკონომიკის სასერტიფიკატო კურსი უფასოა.

ევროკავშირის მწვანე კვირეულის ფარგლებში, სასერტიფიკატო კურსზე მსურველთა  რეგისტრაცია შესაძლებელია მიმდინარე წლის 27 მაისიდან.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან მხარდაჭერით,  EU4Environment პროექტის აქტივობების განმახორციელებელია. გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა (UNEP) აქტიურად თანამშრომლობს სამინისტროსთან EU4Emvironment პროექტის ფარგლებში საქართველოში მდგრადი საჯარო შესყიდვებისა და დამატებითი ინსტრუმენტების შემუშავებისა და განხორციელების პროცესში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვეტერანებმა უკრაინაში მებრძოლი ზაალ ლატარიას შვილის ხსოვნას პატივი მიაგეს
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
კობახიძე - კოლექტიური ნაცმოძრაობა არ უნდა იყოს პოლიტიკური სისტემის ნაწილი, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკური სისტემა ჯანსაღი ფორმით ვერ განვითარდება
"შემოსვლა მომგებიანია" - საქართველოს ბანკის გათამაშება ინდმეწარმეებისთვის დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics