|
2021-05-25 21:53:10, 588 ნახვა
კომენტარი
ირაკლი კობახიძე: კანონპროექტში ავსახეთ მელიას სურვილი - თუ უარზეა პირი, მასზე არ ვრცელდება ამნისტია
„კანონპროექტში ავსახეთ მელიას სურვილი - თუ უარზეა პირი, მასზე არ ვრცელდება ამნისტია“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ამნისტიის კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ კონსულტაციები გაგრძელდება და გადაწყვეტილება შემდეგ იქნება მიღებული. „მელია ამბობს, რომ მას არ სურს ამნისტიის შესახებ კანონის მასზე გავრცელება, პრაქტიკულად, ოპოზიცია მელიას ამ სურვილის წინააღმდეგ მიდის. ჩვენ ავსახეთ მელიას სურვილი ამ კანონპროექტში, კერძოდ, თუ უარზეა შესაბამისი პირი, მასზე არ ვრცელდება ამნისტია, ეს არის მარტივი პოლიტიკური საკითხი, ამაზე ბუნებრივია, შესაძლებელია, გაგრძელდეს კონსულტაციები. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებამდე მივალთ. ზოგადად, ყველაფერზე შეიძლება მსჯელობა, ამისთვის არის კონსულტაციები, გაგრძელდება შემდეგი ორი კვირის განმავლობაში და მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)