|
2021-05-25 15:11:02, 563 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა: ზაფხულის პერიოდისთვის ჩვენ 350-ზე მეტი ყოველკვირეული ფრენის განაცხადი და მოლოდინი გვაქვს
„ძალიან სწრაფად მატულობს იმ ავიაკომპანიების რაოდენობა, რომლებიც ან ზრდიან ყოველკვირეული ფრენების სიხშირეს, ან ბაზარზე ახალი ავიაკომპანიები შემოდიან. ეს ეხება როგორც თბილისის საერთაშორისო აეროპორტს, ისე ბათუმის და ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტებს", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა უწყებათაშორისი საბჭოს შემდგომ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ნათია თურნავას ინფორმაციით, დღეის მონაცემებით, ზაფხულის პერიოდისთვის მთავრობას 350-ზე მეტი ყოველკვირეული ფრენის განაცხადი აქვს. მინისტრის თქმით, 2019 წელს, როდესაც იყო ტურისტების რეკორდული რაოდენობა იყო ზაფხულის პიკის სეზონზე, კვირაში დაახლოებით 800 ფრენა სრულდებოდა. „შეგვიძლია მოლოდინი გვქონდეს, რომ ფრენების დაახლოებით 50% , რომლებიც მოემსახურება ჩვენს მოქალაქეებს, ასევე ტურისტების ჩამოყვანას, აღდგება", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. მინისტრის ინფორმაციით, მთლიანობაში უკვე 50-ზე მეტი ქვეყნისთვის არის გახსნილი საქართველოს საზღვარი. მისი თქმით, 47 ქვეყანა იყო აქამდე და ახლა ემატება კონკრეტული ჩამონათვალი, „სულ 55 ქვეყნამდე იქნება, საიდანაც ჩვენ უარყოფითო პისიარ ტესტით ვუშვებთ ვიზიტორებს, როგორც საჰაერო, ახლა უკვე სახლემეთო საზღვრებზე. გარდა ამისა, ნებისმიერი ქვეყნიდან ვუშვებთ სრული ვაქცინაციის კურსჩატარებულ ვიზიტორებს"- განაცხადა მინისტრმა ამასთან, ნათია თურნავას თქმით, აღნიშნული დინამიკა იმის პროგნოზის საფუძველს იძლევა, რომ ტურიზმი წელს აღდგება იმაზე გაცილებით სწრაფად, ვიდრე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების კონსერვატიული მოლოდინები იყო წლის დასაწყისში. მინისტრის განცხადებით, ეს პირველ რიგში ქვეყნის ეკონომიკაზე აისახება. „ტურიზმი თავისთავად არის დიდი დარგი, 8% ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის - 2019 წლის ჩათვლით ასეთი სტატისტიკა იყო. მაგრამ ის ასევეა დარგი, რომელსაც აქვს ძალიან დიდი ეფექტი სხვა მოსაზღვრე დარგებისთვის ანუ, ტურიზმი ამუშავებს როგორც ვაჭრობას ასევე ტრანსპორტის სექტორს, სოფლის მეურნეობას, წარმოებას და მოლოდინი გვაქვს, რომ წელს ეს დინამიკა ძალიან დადებითი იქნება", - განაცხადა ნათია თურნავამ.
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)