11:43 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-24 22:51:53, 1465 ნახვა

მსოფლიო
ვლადიმირ ზელენსკიმ ბელარუსთან ავიამიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ ბელარუსთან ავიამიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

როგორც ცნობილია, გადაწყვეტილება მინსკში მომხდარ ინციდენტებს უკვაშირდება.

ოფიციალურად საკითხს მთავრობის სხდომაზე ქვეყნის პრემიერი ხვალ წარადგენს, სადაც გადაწყდება როდიდან შეწყდება ავიამიმოსვლა ბელარუსთან.

შეგახსენებთ, რომ  23 მაისს მინსკის მოთხოვნით ათენიდან ვილნიუსში მიმავალი „რაინეარის“ ავიალაინერი ბელარუსის დედაქალაქის აეროპორტში დასვეს. ავიაკომპანიის ეკიპაჟს ბელარუსმა თვითმფრინავში არსებული ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ ამცნო.

თვითმფრინავის აეროპორტში დაჯდომის შემდეგ, ბელარუსის პოლიციამ დამოუკიდებელი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი დააკავა, რომელსაც გამოძიება მასობრივი არეულობების ორგანიზებაში ადანაშაულებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
მუსლიმი ტერორისტი ბერლინში ლგბტ მსვლელობაზე ავტომობილით შევარდა
ზელენსკიმ ირანისთვის რუსეთის დახმარების დეტალები წარმოადგინა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics