19:18 - 03 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-24 18:14:23, 669 ნახვა

საზოგადოება
მადრიდის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა „FITUR“ დასრულდა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტულ პროდუქტებს პოპულარიზაცია მადრიდის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე გაუწია. გამოფენა, სადაც საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით იყო მიწვეული, დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად მონაწილეობდა. გამოფენას ესწრებოდა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თინათინ ზოიძე, რომელმაც საქმიანი შეხვედრები გამართა საერთაშორისო მედიის, ტურისტული და სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლებთან.

წელს, მადრიდის გამოფენა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ესპანეთის მეფე ფელიპე VI-სა და დედოფალ ლეტიციასთან ერთად გახსნა. გამოფენაზე 165 ქვეყნის  11 ათასი კომპანია და 7 ათასზე მეტი ჟურნალისტი იყო წარმოდგენილი. გამოფენის ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ მთავარ ვიდეოეკრანებზე საქართველოს სარეკლამო-საიმიჯო ვიდეორგოლები ენახათ და ქვეყნის ტურისტულ პროდუქტებს გაცნობოდნენ. საქართველოს ფოტოებით დაიბრენდა გამოფენის შესასვლელი და მოსასვენებელი ადგილები. საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ინტერნეტ მხარდაჭერასაც საქართველო უზრუნველყოფდა.   

გამოფენას გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი და საქართველოს მთავრობის წევრები ესწრებოდნენ. მადრიდის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს სტენდი საუკეთოდ დასახელდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თელავის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად, 56 წლის მამაკაცი დაიღუპა
ვეტერანებმა უკრაინაში მებრძოლი ზაალ ლატარიას შვილის ხსოვნას პატივი მიაგეს
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
კობახიძე - კოლექტიური ნაცმოძრაობა არ უნდა იყოს პოლიტიკური სისტემის ნაწილი, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკური სისტემა ჯანსაღი ფორმით ვერ განვითარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics