04:55 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-22 13:52:42, 670 ნახვა

პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი - პარლამენტის დღის წესრიგი ყველა შემთხვევაში შესრულდება, მიუხედავად „ენმ“-ის გადაწყვეტილებისა

„ნაციონალური მოძრაობა“ რაც უფრო სწრაფად ჩაერთვება საპარლამენტო საქმიანობაში, მით უკეთესი იქნება ამ პარტიისთვის, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა სალომე სამადაშვილმა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

სალომე სამადაშვილის თქმით, საკანონმდებლო ორგანოში ძალიან დატვირთული დღის წესრიგია, რომელიც ყველა შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, შევა თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში, შესრულდება.

„გვაქვს ძალიან დატვირთული დღის წესრიგი, იმიტომ რომ ძალიან სასწრაფოდ არის გასატარებელი ის საარჩევნო რეფორმა, რომელიც დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. ჩემი აზრია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რაც უფრო სწრაფად ჩაერთვება ამაში, მით უკეთესი იქნება ამ პარტიისთვის და მისი პოლიტიკური ინტერესებისთვის, თუმცა ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი პარლამენტში და ეს დღის წესრიგი, ყველა შემთხვეევაში შესრულდება, მიუხედავად იმისა, „ნაციონალური მოძრაობა“ რა გადაწყვეტილებას მიიღებს“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
„ამ კონფლიქტის ბუნება გაურკვეველია.“ ​​ტოკაევმა პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა ომი უკრაინაში
ზუგდიდში სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ
სალომე ზურაბიშვილი- რეჟიმი ქვეყანას ვერ მართავს, მგონი რუსეთში გაიქცნენ
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics