04:55 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-22 13:47:18, 781 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართულ ოცნებაში“ არჩევნებამდე საკადრო ცვლილებები არ იგეგმება

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებამდე პარტიაში საკადრო ცვლილებები არ იგეგმება.

როგორც ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, მმართველი გუნდი არის ერთიანი, როგორც არასდროს და კონცენტრირებულია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებაზე.

„პარტია არის ერთიანი და პოლიტიკური გუნდი, ლიდერები ვართ ერთიანი, როგორც არასდროს. ჩვენ ვართ კონცენტრირებული თავიდან ბოლომდე იმაზე, რომ სათანადო შედეგით დავასრულოთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ეს არის ჩვენი პრინციპული ამოცანა და ამ მიზნის გარშემო, რა თქმა უნდა, მთელი გუნდი იქნება მობილიზებული.

არჩევნებამდე არავითარი საკადრო ცვლილებები და ცვლილება არ არის დაგეგმილი, პირველ რიგში, ვართ კონცენტრირებული არჩევნებზე, დანარჩენი, სამომავლოდ თუ ყრილობა გაიმართება, გადაწყვეტილებას მიიღებენ პარტიის წევრები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
„ამ კონფლიქტის ბუნება გაურკვეველია.“ ​​ტოკაევმა პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა ომი უკრაინაში
ზუგდიდში სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ
სალომე ზურაბიშვილი- რეჟიმი ქვეყანას ვერ მართავს, მგონი რუსეთში გაიქცნენ
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics