|
2021-05-21 13:29:48, 852 ნახვა
პოლიტიკა
კახა კუჭავა - ოპოზიციისგან გაკეთდა განცხადებები, რომ არჩევნების გაყალბება ვერ დაამტკიცეს და დაბრუნდნენ პარლამენტში
ოპოზიციის მხრიდან გაკეთდა განცხადებები, რომ ვერ დაამტკიცეს არჩევნების გაყალბება, ამიტომ შემოვიდნენ პარლამენტში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ბრიუსელში, EURACTIV-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. „ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან გაკეთდა განცხადებები იმის შესახებ, რომ მათ ვერ დაამტკიცეს, რომ არჩევნებიი გაყალბდა და ამიტომ, ისინი კვლავ პარლამნეტში დაბრუნდნენ და მათი აზრით, მნიშვნელოვან შეთანხმებას მიაღწიეს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ნამდვილად გარეთ რჩება, ჩვენ კვლავ ვხედავთ, კარვებს პარლამენტის წინ“, - განაცხადა კახა კუჭავამ. საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ არ აქვს 43%-ზე ნაკლების აღების მოლოდინი. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მმართველი გუნდი 43%-ზე ნაკლებს აიღებს, გაიმართება მოლაპარაკებები ვადამდელი არჩევნების თარიღის ჩანიშვნასთან დაკავშირებით, რაც გათვალისწინებულია შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტში. „დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გაიმარჯვებს. იმ შემთხვევაში, თუ 43%-ზე ნაკლებს მივიღებთ, ეს გამოწვევს შეთანხმების გათვალისწინებული პუნქტის შესრულებას, რომლის მიხედვითაც, გაიმართება მოლაპარაკებები ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნის თარიღზე. ადრეული გამოკითხვით, რომელიც რეგულარულად ტარდება, „ქართულ ოცნებას“ არ აქვს მოლოდინი, რომ 43%-ზე ნაკლებს აიღებს“, - განაცხადა კახა კუჭავამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)