|
2021-05-21 13:12:42, 562 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში ეკო-მარკირების სისტემის შესახებ ტრენინგი ჩატარდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით ტრენინგი “ეკო–მარკირების მექანიზმები საქართველოში” ჩატარდა. ტრენინგმოდული მოიცავდა როგორც ეკო-მარკირების ინსტრუმენტის, მისი სარგებლის და დასანერგად გადასადგემლი ნაბიჯების შესახებ ინფორმაციას, ასევე განხილული იქნა ამ პროცესში მოსალოდნელი გამოწვევებისა და ამ გამოწვევების საპასუხო რეკომენდაციები. ეკო-მარკა არის ნიშანი, რომელიც აღიარებული და პრაქტიკაში გამოცდილი მექანიზმია გაყიდვების გაზრდისათვის, რამდენადაც, ის ზრდის კონკურენტულ უპირატესობას ბაზარზე. უფრო და უფრო მეტი მომხმარებელი ინტერესდება ისეთი პროდუქტიითა და სერვისებით, რომელიც იცავს გარემოსდაცვით სტანდარტებსა და მოთხოვნებს. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ეკო-მარკირების ინსტრუმენტის და საქართველოში მისი დანერგვის მნიშვნელობის გათვალისწინებით, ტრენინგზე დაინტერესებული მხარეების და იმ ადამიანების მონაწილეობის მნიშვენლოვნელობაზე ისაუბრა, რომლებიც მომავალში გარკვეულწილად ჩართულნი იქნებიან ეკო-მარკირების სისტემის დანერგვისა თუ შემდგომი ფუნქციონირების პროცესში. ტრენინგს, რომელიც მიზნად ისახავდა ეკო-მარკირების კონცეფციის შესახებ ცნობიერების გაზრდას, საერთაშორისო ექსპერტი, UNEP-ის ეკონომიკური დეპარტამენტის წარმომადგენელი ნილს ჰეუერი და ადგილობრივი ექსპერტი უჩა ძიმისტარიშვილი უძღვებოდნენ. ტრენინგის მონაწილეებმა - საჯარო უწყებებისა და ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებმა იმსჯელეს გამოცდილების გაზიარებასა და ძირითადი გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ საქართველოში ეკო-მარკირების სისტემების განვითარებისათვის. შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „EU4 Environment“ ფარგლებში გაიმართა.
საფეხბურთო კლუბი იბერია სავიზო პრობლემების გამო ჩრდილოეთ ირლანდიაში გამგზავრებას ვერ ახერხებს
ინფანტინო ტრამპის ადმინისტრაციას FIFA-ს პრეზიდენტობის შენარჩუნებაში დახმარებას სთხოვს
SOCAR უზრუნველყოფს ყაზახური და თურქმენული ნავთობის ტრანზიტს ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში
თელავის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად, 56 წლის მამაკაცი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)