|
2021-05-20 15:11:28, 619 ნახვა
საზოგადოება
პატიმართა ტრანსპორტირებას ახალი, უსაფრთხო და კომფორტული ავტობუსები და მინიავტობუსები მოემსახურება
ციხეებიდან პატიმართა სხვადასხვა დაწესებულებაში გადაყვანას დღეიდან თანამედროვედ აღჭურვილი 2 ავტობუსი და 18 მინიავტობუსი მოემსახურება. იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ახალი, თანამედროვე და კომფორტული ავტოსატრანსპორტო საშუალებები გადასცა. ავტობუსები 18 მგზავრზეა გათვლილი, მინიავტობუსით კი, ერთდროულად 10 პირის ტრანსპორტირებაა შესაძლებელი. იუსტიციის მინისტრის მიერ სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის ავტოტრანსპორტის გადაცემის ღონისძიებას პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი და ესკორტირების სამმართველოს თანამშრომლები დაესწრნენ. დღესვე იუსტიციის მინისტრი ესკორტირების სამმართველოს თანამშრომლების სამუშაო პროცესს გაეცნო. გასულ წელს სასამართლოებსა და სამედიცინო ცენტრებში გადაადგილებით პატიმრებმა, ჯამში, დაახლოებით, 25 ათასჯერ ისარგებლეს.
საფეხბურთო კლუბი იბერია სავიზო პრობლემების გამო ჩრდილოეთ ირლანდიაში გამგზავრებას ვერ ახერხებს
ინფანტინო ტრამპის ადმინისტრაციას FIFA-ს პრეზიდენტობის შენარჩუნებაში დახმარებას სთხოვს
SOCAR უზრუნველყოფს ყაზახური და თურქმენული ნავთობის ტრანზიტს ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში
თელავის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად, 56 წლის მამაკაცი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)