|
2021-05-20 13:49:30, 386 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა უნგრეთის აგრარული და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა უნგრეთის აგრარული და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობის გაფართოებას სამეცნიერო კვლევების და აგრარული განათლების მიღების მიმართულებებით; იგეგმება პროფესორ-მასწავლებლების, მეცნიერების და სტუდენტების გაცვლითი ვიზიტები და კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები, ერთობლივი კვლევების განხორციელება, ინფორმაციისა და პუბლიკაციების გაზიარება, ასევე, ერთობლივი კონფერენციების, სემინარების, ტრენინგების მოწყობა და სამეცნიერო მიზნებისთვის გენეტიკური რესურსის გაცვლა. „მემორანდუმი, რომელიც ჩვენ სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და უნგრეთის სამეცნიერო დაწესებულებას შორის გაფორმდა, ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობას და, ამავდროულად, გაზრდის სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებს“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა. უნგრულ მხარესთან თანამშრომლობის მემორანდუმი ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე გაფორმდა. სტუმრებმა ბაზაზე გაშენებული ვაზის და ხეხილის კოლექციები დაათვალიერეს და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საქმიანობას გაეცნენ.
საფეხბურთო კლუბი იბერია სავიზო პრობლემების გამო ჩრდილოეთ ირლანდიაში გამგზავრებას ვერ ახერხებს
ინფანტინო ტრამპის ადმინისტრაციას FIFA-ს პრეზიდენტობის შენარჩუნებაში დახმარებას სთხოვს
SOCAR უზრუნველყოფს ყაზახური და თურქმენული ნავთობის ტრანზიტს ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში
თელავის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად, 56 წლის მამაკაცი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)