|
2021-05-20 13:32:49, 446 ნახვა
საზოგადოება
DataFest Tbilisi სპეციალური გამოშვებით DataFest Online - All About AI - ით ბრუნდება!
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობით, აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ყველაზე პრესტიჟული, ყოველწლიური მონაცემთა ფესტივალი DataFest Tbilisi კვლავ ციფრული გამოშვებით ბრუნდება. DataFest Online - All About AI თავს მოუყრის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მონაცემებით დაინტერესებულ პროფესიონალებს - ერთმანეთისთვის შთაგონებისა და გამოცდილების გასაზიარებლად და მნიშვნელოვანი კავშირების დასამყარებლად. DataFest Online 2021 წლის 20 მაისს დაიწყება და სამ დღეს გაგრძელდება. ღონისძიება გააერთიანებს გამოსვლებს, ვორქშოპებსა და პანელურ დისკუსიებს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე ტექნოლოგიებში, ბიზნესსა და საზოგადოებრივი სარგებლისთვის. 21 მაისს, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობით, AI Startup Expo-ს ფარგლებში, ფესტივალზე წარსდგებიან ქართველი სტარტაპები, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის სფეროში საქმიანობენ. უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში DataFest Tbilisi-ზე მსოფლიო დონის 150-ზე მეტმა სპიკერმა და ტრენერმა გაუზიარა საზოგადოებას საკუთარი ცოდნა და გამოცდილება. ფესტივალი კვლავ ვარსკვლავური სპიკერების სიმრავლით გამოირჩევა და უმასპინძლებს ისეთ გამომსვლელებსა თუ ტრენერებს, როგორებიც არიან: Zaka-ს თანადამფუძვნებელი და აღმასრულებელი დირექტორი - კრისტოფ ზოღბი, AICenter Sweden - ის დირექტორი ჰანი ვაჰაბი, IMB-ის პროექტის ლიდერი და მონაცემთა მეცნიერი ბრაიან გილიკინი, AICenter Sweden-ის გენერალური დირექტორი რეზა მოუსავი. ფესტივალის ორგანიზატორია მონაცემთა ვიზუალიზაციის ორგანიზაცია ფორსეტი. ღონისძიების პარტნიორები არიან საქართველოს ბანკი და გრანთ თორნტონი. ფესტივალის მთავარი მედია პარტნიორია NEXT.On.ge.
საფეხბურთო კლუბი იბერია სავიზო პრობლემების გამო ჩრდილოეთ ირლანდიაში გამგზავრებას ვერ ახერხებს
ინფანტინო ტრამპის ადმინისტრაციას FIFA-ს პრეზიდენტობის შენარჩუნებაში დახმარებას სთხოვს
SOCAR უზრუნველყოფს ყაზახური და თურქმენული ნავთობის ტრანზიტს ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში
თელავის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად, 56 წლის მამაკაცი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)