|
2021-05-18 15:42:53, 1923 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოში ჩინური წარმოების „სინოვაკით“ ვაქცინაცია მომდევნო კვირაში დაიწყება
საქართველოში ჩინური წარმოების „სინოვაკით“ ვაქცინაცია მომდევნო კვირაში დაიწყება, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. როგორც თამარ გაბუნიამ განმარტა, ჩინური წარმოების „სინოვაკით“ აცრას 18-წელს ზემოთ მოქალაქეები შეძლებენ. „სინოვაკით“ ვაქცინაცია მომდევნო კვირაში დაიწყება. თარიღს დამატებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გააჟღერებს. „სინოვაკი“ ელოდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას. ექსპერტების შუალედური დასკვნა, რომელიც დადებითად ახასიათებს „სინოვაკის“ შედეგებს უკვე გამოქვეყნებულია. ვფიქრობ, რომ ავტორიზაცია მალე იქნება, თუმცა იმისთვის, რომ ეპიდემიოლოგიური საჭიროებები სწრაფად იქნეს მოცული და მოსახლეობას ვაქცინასთან ხელმისაწვდომობა ჰქონდეს, „სინოვაკით“ ვაქცინაცია მომავალი კვირიდან დაიწყება. მოცვა იქნება 18 წლის ზემოთ“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)