|
2021-05-17 16:14:15, 1197 ნახვა
მსოფლიო
უფლებადამცველი ორგანიზაციები ისრაელის მიერ მედიასაშუალებების ოფისებზე თავდასხმის გამო, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმართავენ
უფლებადამცველი ორგანიზაციები, „ამნესთი ინთერნეიშენალი“ და „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ისრაელის მიერ მედიასაშუალებების ოფისებზე თავდასხმის გამო, სისხლის სამართლის საერთაშორიო სასამართლოს მიმართავენ. ორგანიზაციების განცხადებით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გამოძიება სამხედრო დანაშაულის კუთხით უნდა დაიწყოს. „მედიასაშუალებებზე გამიზნულად თავდასხმა სამხედრო დანაშაულია“, - განაცხადა „რეპორტიორების საზღვრებს გარეშე“ გენერალურმა მდივანმა, კრისტოფ დელუარიმ. შეგახსენებთ, რომ 15 მაისს ისრაელის ავიაციამ ღაზას სექტორის დაბომბა, რის შედეგადაც 12 სართულიანი შენობა ჩამოინგრა, სადაც „ასოშიეთიდ პრესისა“ და „ალ ჯაზირას“ ოფისები იყო განთავსებული. შენობის დაბომბვის შესახებ შენობაში მყოფმა პირებმა დაახლოებით ერთი საათით ადრე გაიგეს, შენობის ევაკუაცია კი დროულად მოხდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)