|
2021-05-15 14:38:08, 749 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, პარლამენტში „ნაცმოძრაობის“ მოღვაწეობა ძირითადად „მასკარადი“ იქნება
მათი მოღვაწეობა პარლამენტში ძირითადად „მასკარადი“ იქნება, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ საკანონმდებლო ორგანოში შესვლის თაობაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, „ნაცმოძრაობა“ პარლამენტს არა საკანონმდებლო ორგანოდ, არამედ რევოლუციური სცენარის ერთ-ერთ იარაღად განიხილავს. „ალბათ უფრო მეტი ხმაური იქნება, კონსტრუქციული და საქმიანი ვითარება, რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობის“ შემოსვლით არ შეიქმნება, იმიტომ, რომ ჯერჯერობით ისინი პარლამენტს არა საკანონმდებლო ორგანოდ, არამედ რევოლუციური სცენარის ერთ-ერთ იარაღად განიხილავენ, ამიტომ მათი მოღვაწეობა პარლამენტში ძირითადად „მასკარადი“ იქნება“,- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა. ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობას“ პარლამენტში შესვლის თაობაზე გადაწყვეტილება ისევ არ მიუღია. როგორც პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, აღნიშნულის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ მიიღებენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)