02:18 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-14 18:48:47, 829 ნახვა

პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე - ვპირდები კობახიძეს, მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც მას არ უნდა, რომ მივიღოთ

„ნაციონალური მოძრაობა“ მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც არ უნდა კობახიძეს, ივანიშვილს და სხვა მის მსახურებს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას.

მისი თქმით, ირაკლი კობახიძის განცხადებებმა დიდი ხანია ადეკვატურობა დაკარგა.

„მოვისმინე დღეს ირაკლი კობახიძის განცხადება. დიდი ხანია ადეკვატურობა დაკარგა ბატონი კობახიძის განცხადებებმა, მაგრამ ერთი რამ მინდა მას შევპირდე, „ნაციონალური მოძრაობა“ მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც არ უნდა კობახიძეს, ივანიშვილს და სხვა მის მსახურებს. ძალიან მალე იქნება ასეთი გადაწყვეტილება, რადგან ჩვენი პარტია ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიაა და წარმოიდგინეთ, რამდენად სუსტი იქნება ოპოზიცია პარლამენტში ამ რეალობაში, თუნდაც გარადამავალ პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე. ამიტომ ვპირდები კობახიძეს, მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც არ უნდა მას, რომ ჩვენ მივიღოთ“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით „ქართული დემოკრატიისთვის უკეთესიც იქნება, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში არ იქნება წარმოდგენილი“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ამ კონფლიქტის ბუნება გაურკვეველია.“ ​​ტოკაევმა პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა ომი უკრაინაში
ზუგდიდში სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ
სალომე ზურაბიშვილი- რეჟიმი ქვეყანას ვერ მართავს, მგონი რუსეთში გაიქცნენ
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics