|
2021-05-14 12:19:14, 691 ნახვა
პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი - კარგად ვხედავთ, რომ ხელისუფლება ცდილობს გაექცეს შეთანხმების სულისკვეთებას
დეტალურად განვიხილეთ განსხვავებები, რომელიც არსებობს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ამნისტიის კანონპროექტებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარესთან, კახა კუჭავასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. სალომე სამადაშვილის თქმით, დღევანდელი მდგომარეობით, მმართველი გუნდი ცდილობს, რომ გაექცეს შეთანხმების სულისკვეთებას. „ჩვენ პარლამენტის თავმჯდომარესთან დეტალურად განვიხილეთ განსხვავებები ხედვებში, რომელიც არსებობს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ჩვენი სურვილი და მცდელობა იქნება მიმართული იქითკენ, რომ მოხდეს საბოლოო ჯამში ისეთი კანონპროექტის შეთანხმება, რომელიც იქნება კონსენსუსზე დაუძნებული, იმიტომ რომ დღევანდელი მდგომარეობით, ძალიან კარგად ვხედავთ, რომ ხელისუფლების მმართველი უმრავლესობა ცდილობს, რომ გაექცეს შეთანხმების სულისკვეთებას“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)