22:06 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-13 19:53:36, 619 ნახვა

კომენტარი
თავდაცვის მინისტრი - 1500 სტუდენტი დავაფინანსეთ

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.

პარლამენტის წევრი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებისთვის უმაღლეს სასწავლებლებში სამოქალაქო განათლების ხელშეწყობის თემით დაინტერესდა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ 2020 წელს თავდაცვის უწყებამ ახალი პროექტი დაიწყო, რომელიც სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის განათლების მიღების ხელშეწყობას ითვალისწინებს. მისი განცხადებით, ამ ეტაპზე სამინისტროსგან დაფინანსება 1500-მა სტუდენტმა უკვე მიიღო.

„50%-იანი თანადაფინანსება მიიღო 1500-მა სტუდენტმა და გვყავს 115 სტიპენდიანტი. ასევე, ძალიან პოპულარულია ჩვენი ქუთაისის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი, საიდანაც უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარების სტატისტიკა არის 100%. ყველა ჩვენი სტუდენტი ხვდება უმაღლესი ქულებით უმაღლეს სასწავლებლებში“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

სამინისტროს პროექტის ფარგლებში უწყება უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სწავლის საფასურის 50%-იან თანადაფინანსებას უზრუნველყოფს, რომელიც მოიცავს სახელმწიფოს მიერ დადგენილი სწავლის მინიმალური საფასურის - 2250 ლარის ნახევარის დაფარვას. გარდა ამისა, მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის მათ სემესტრულად 750 ლარის ოდენობით „მინისტრის სტიპენდია“ ენიშნებათ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics