|
2021-05-13 11:26:14, 570 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - ნამეტანი დიდი წარმოდგენა უნდა ჰქონდეს ადამიანს საკუთარ თავზე, რომ ფიქრობდეს, ამნისტია მხოლოდ მის გამოა
ნამეტანი დიდი წარმოდგენა უნდა ჰქონდეს ადამიანს საკუთარ თავზე, რომ ფიქრობდეს, მხოლოდ მის გამო უნდა იყოს მიღებული ამნისტია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ამნისტია მნიშვნელოვანია სწორედ იმიტომ, რომ 20 ივნისთან დაკავშირებით არსებული ფურცელი გადაიშალოს. „რამდენჯერმე ითქვა, არა მხოლოდ ჩვენი მხრიდან, არამედ ევროპელი და ამერიკელი კოლეგების მხრიდანაც, რომ ამნისტიის მთავარი იდეა არის 20 ივნისთან დაკავშირებით არსებული სხვადასხვა შეფასება საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფში დაიხუროს. გავიხედოთ წინ და ეს არ იყოს განხეთქილების მიზეზი, როცა საუბარი გვაქვს 20 ივნისზე და საუბარი გვაქვს დეპოლარიზაციაზე. ამიტომ ეს ამნისტია მნიშვნელოვანია სწორედ იმიტომ, რომ საზოგადოებაში იყოს თანხმობა, რათა ეს ფურცელი გადაიშალოს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)