|
2021-05-11 17:49:55, 476 ნახვა
პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრის სპეციალურ მრჩევლად მინდია უგრეხელიძე დაინიშნა
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სპეციალურ მრჩევლად სამართალმცოდნე მინდია უგრეხელიძე წარადგინა. აღნიშნულ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, ეს მინდია უგრეხელიძისთვის პირველი თანამდებობაა აღმასრულებელ ხელისუფლებაში. მინდია უგრეხელიძის განცხადებით, მინისტრის მრჩევლის რანგი მისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა და მზად არის საკუთარი მრავალწლიანი გამოცდილება სამინისტროს გუნდს გაუზიაროს. მინდია უგრეხელიძე სხვადასხვა დროს იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში პირველი ქართველი მოსამართლე, „იურისტთა მსოფლიო ასოციაციისა“ და „სისხლის სამართლის საერთაშორისო ასოციაციის“ წევრი და 2009 წლიდან ევროსაბჭოს სისტემაში მოქმედი თბილისის პოლიტიკური სკოლის ექსპერტი. მინდია უგრეხელიძეს ეკუთვნის ლექციათა კურსი სისხლის სამართლის, კრიმინოლოგიის, სამართლის პოლიტიკის, საერთაშორისო სისხლის სამართლისა და ეროვნული კანონმდებლობის მოდელირების პრობლემებზე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)