01:01 - 26 Jul, 2026
|
2021-05-11 15:45:18, 618 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ და შოთა არველაძეები აცხადებენ, რომ პოლიტიკაში მოსვლას არ აპირებენ
ფეხბურთელი შოთა არველაძე აცხადებს, რომ ის და მისი ძმა, არჩილ არველაძე პოლიტიკაში მოსვლას არ აპირებენ. როგორც ფეხბურთელმა ჟურნალისტებს განუცხადა, ძმები აპირებენ იმ საქმის გაგრძელებას, რომელშიც თავად ხედავენ საკუთარ თავს. „მე არ ვმონაწილეობ არაფერში, არც ვაპირებ მონაწილეობას, არც ჩემი ძმა. არ მაინტერესებს, ჩემი საქმე მაქვს, არანაირ პოლიტიკურ აქტიურობას არ ვაპირებ. ჩვეულებრივად, როგორც ადამიანს უხარია თავისი ქვეყნის კარგი და წყინს თავისი ქვეყნის ცუდი, ასეთივე აქტიური ვიქნები, როგორიც ვიყავი დღემდე. სხვანაირად ჩემ თავს ვერ ვხედავ და არ მაინტერესებს. ჩემ თავს სადაც ვხედავ, იქ ვარ“, - განაცხადა შოთა არველაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)